A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

IA IB IC ID IG II IL IM IN IO IP IR IS IT IU
IUD IUG IUL IUM IUN IUP IUR IUS IUV

ius civile

[*ი´უს კი´ვილე/ცი´ვილე]
„სამოქალაქო სამართალი“

I. 1. თავდაპირველად – რომის მოქალაქეთა სამართალი (i. c proprium Romanorum, i. Quiritium);
2. (ძირითადი მნიშვნელობა) რომის სამართალი, რომელიც XII დაფის კანონებიდან გამომდინარეობს, ეყრდნობა იურისტთა განმარტებებს (interpetatio) და წინაპართა ზნე-ჩვეულებებს (mos), მკაცრად ჩაკეტილი სისტემა, რომელიც განივრცო მომდევნო პერიოდის ნორმებით (სპეციალური კანონი, leges publicae, plebiscita, senatusconsulta, constitutiones principum – ძვ.წ. III ს.);
3. სამართალი, რომელიც მოცემულია კანონებში, ზნე-ჩვეულებებსა და იურისტთა გადაწყვეტილებებში;
4. სამართალი, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ რომის მოქალაქეებზე (ius civium Romanorum) საპირისპირო ius honorarium-ისა;
5. ფაქტიურად გამოყენებული პოზიტიური სამართალი ius naturale-ს საპირისპირო;
6. საერთო სამოქალაქო სამართალი – ius militare-ს საპირისპირო;
7. სამართალი, რომელიც შექმნილია რომის სამართლის მეცნიერებით

Synonym: ius sollemne
Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილდა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9