A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

KA
KAL KAT

Kalendarium

[კალენდა´რიუმ]
„სესხის ჩანაწერი; კალენდარი“ კალენდარი

I. 1. სესხის ჩანაწერი, სესხის გამცემის სავალო წიგნი (მოვალეები სესხის პროცენტს ყოველთვის პირველ რიცხვში იხდიდნენ);
2. ქონების აღწერა, ქონებრივი მდგომარეობა;
3. ახალშობილთა შესახებ ჩანაწერები;
4. მოგვიანებით – კალენდარი.

II. კალენდარული დღე/თვე/წელი – დროის მონაკვეთი, რომლითაც ხდება საქართველოს კანონმდებლობაში ვადების განსაზღვრა. „მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში როგორც მის მემკვიდრეებს, ისე მეიჯარეს შეუძლიათ საიჯარო ურთიერთობა მოშალონ კალენდარული წლის დამთავრებიდან ექვსი თვის ვადაში“ (საქ. სამ. კოდ. – 1997, 590(1)-ე მუხლი)

III. „სამუშაოზე გამოუცხადებელი მუშაკის შესაცვლელად სხვა სამუშაოზე გადაყვანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს კალენდარული წლის განმავლობაში“ (საქ. სსრ. შრომის კანონთა კოდექსი – 1973, 27(3)-ე მუხლი)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილდა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9