A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

D DA DE DI DO DR DU
DE DEB DEC DED DEF DEG DEI DEL DEM DEN DEP DER DES DET DEU DEV

debitum

[დე´ბიტუმ]
„ვალი, ვალდებულება” დებეტი
I. ვალი, ვალდებულება

II. საბუღალტრო ანგარიშის მარცხენა მხარე. აქტივების ანგარიშში დებეტი ასახავს შემოსავლის წყაროების მატებას, ხოლო პასივების ანგარიშში – კლებას. „...ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობისა და კრედიტ-დებეტის საბუღალტრო ჩანაწერების შესახებ.” (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი – 1997, 860(2)-ე მუხლი)

III. „თუ ტვირთის გაყიდვიდან ექვსი თვის განმავლობაში არავინ განაცხადებს თავის უფლებას გაყიდვით ამოღებულ თანხაზე, მაშინ დებეტზე არსებული თანხა ჩაირიცხება საქართველოს ბიუჯეტში” (საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსი – 1997, 155(3)-ე მუხლი)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9