A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

D DA DE DI DO DR DU
DE DEB DEC DED DEF DEG DEI DEL DEM DEN DEP DER DES DET DEU DEV

declaratio

[*დეკლარა´ტიო/დეკლარა´ციო]
„გამონათქვამი, გამოვლენა” დეკლარაცია
II. 1. საერთაშორისო აქტი, რომელიც განამტკიცებს საერთაშორისო ურთიერთობების ზოგად პრინციპებსა და ამოცანებს და რომელსაც, როგორც წესი, არ გააჩნია სავალდებულო იურიდიული ძალა. „საქართველოს რესპუბლიკა, ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები.” (საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი – 1991);

2. საგადასახადო, ქონებრივი თუ სხვა სახის დოკუმენტი, რომელშიც პირი ასახავს საკუთარ შემოსავლებსა თუ ქონებას. „პირი ვალდებულია თანამდებობის დატოვებიდან ორი თვის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.” (საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ – 1997, მე-14(3) მუხლი);

3. „შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს წარმოებული ან/და ბაზარზე განთავსებული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას” (საქართველოს კანონი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი – 2012, 88(ვ)-ე მუხლი);

4. „უსაფრთხოების დეკლარაცია – საგანგებო სიტუაციის რისკის ფაქტორის შეფასების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი ინფორმაცია საშიში საწარმოო ობიექტის შესახებ.” (საქართველოს კანონი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ – 2007, 1(ზ)-ლი მუხლი)

III. „...უკვე 22 აპრილის დეკლარაციის დროს, საქართველოში და საერთოდ ამიერ-კავკასიაში აღარ არსებობდა არც ერთი ისეთი მთავრობა, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც რუსეთთან... რაიმე დამოკიდებულება ჰქონოდეს” (საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი 1918, დამატება V)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9