A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

D DA DE DI DO DR DU
DE DEB DEC DED DEF DEG DEI DEL DEM DEN DEP DER DES DET DEU DEV

defendere

[დეფე´ნდერე]
„დაცვა”
I. სასამართლოში მოსარჩელის წინააღმდეგ საკუთარი (d. propriam rem) ან სხვისი (d. alienam rem) საქმის დაცვა. ასეთი დაცვისათვის (defensio) აუცილებელი იყო სასამართლოში გამოცხადება, კითხვებზე პასუხი, სათანადო გარანტიების წარმოდგენა და სხვ. ლიტისკონტესტაციის (დავის დამოწმების) საპროცესო ხასიათთან დაკავშირებით სასამართლო დავის დადგენისათვის საჭირო იყო აქტიური მონაწილეობა მოპასუხისა, თუმცა ეს იყო ნებაყოფლობითი; მოპასუხის უარის შემთხვევაში არ შეიძლებოდა მისი იძულება, მაგრამ მის მიმართ გამოიყენებდ122 ნენ სხვადასხვა სამართლებრივ სანქციებს, რამდენადაც ის ხდებოდა indefensus „დაუცველი”
Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9