A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

E EA EB EC ED EF EG EI EK EL EM EN EO EP EQ ER ES ET EU EV EX Er
EMA EME EMI EMP

emigratio

[*ემიგრა´ტიო/ემიგრა´ციო]
„გადასახლება, გამგზავრება” ემიგრაცია
I. მცხოვრებთა გადასახლება ერთი ადგილიდან მეორეზე

II. პირთა იძულებითი ან ნებაყოფლობითი გადასახლება საკუთარი სამშობლოდან სხვა სახელმწიფოში. „საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოდან ემიგრაციის, ანუ სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების ... უფლება” (საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ – 1993, მე-3(1) მუხლი)

III. „საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში” (საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი – 1991)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9