[ემი´ტტენს]
„გამომშვები, გამომცემი” ემიტენტი
II. ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ფულის ან ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გამოშვების უფლება. „კანონის მიზანია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ემიტენტთა მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისას მათი ინფორმაციის, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ფასიანი ქა- ღალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.”
(საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ – 1998, პრეამბულა) III. „აუდიტის ჩატარება სავალდებულოა ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისა და საინვესტიციო ინსტიტუტებისთვის” (საქართველოს კანონი აუდიტორული საქმიანობის შესახებ – 1995, მე-15(გ) მუხლი)
Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.