A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

FA FE FI FL FO FR FU
FAB FAC FAL FAM FAN FAR FAS FAT FAU FAV

factum

[ფა´კტუმ]
„ქმედება” ფაქტი
I. ქმედება, ადამიანის საქმიანობის შედეგი ან მოვლენა, რომელიც არ არის დამოკიდებული ადამიანის ზემოქმედებაზე; როგორც წესი, უპირისპირდება იუს-ის გაგებას

II. იურიდიული ფაქტი – გარემოება, რომელსაც კანონი უკავშირებს გარკვეული სამართლებრივი შედეგების წარმოშობას. „კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალაში შესვლა, გარდა კონკრეტული კალენდარული დღის დადგომისა ან სხვა ნორმატიული აქტის მიღების ან გამოცემის (ამოქმედების) თარიღისა, არ უნდა უკავშირდებოდეს სხვა რაიმე იურიდიული ფაქტის დადგომას.” (საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ – 2009, 22(4)-ე მუხლი)

III. „ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა პირებს შორის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ ურთიერთობათა და იურიდიული ფაქტების დადასტურება.” (საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ – 1996, 1(1)-ლი მუხლი)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9