A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

FA FE FI FL FO FR FU
FIA FIC FID FIE FIG FIL FIN FIR FIS

fictio, -onis

[*ფი´კტიო/ფი´კციო]
„მოჩვენებითობა” ფიქცია, ფიქციური, ფიქტიური
I. არარსებულის პირობითი დამატება ან არსებული გარემოების პირობითად მხედველობაში არმიღება განსაზღვრული იურ. კატეგორიების ფარგლებში; იხ. აგრ. actiones utiles; personae fictae; simulatio II. არანამდვილი, მოჩვენებითი. „ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს...” (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი – 1997, 1145-ე მუხლი)

III. „სოციალური დაცვის იგივე ღონისძიება შეეფარდება იმ პირსაც, ვინც უშუალო მონაწილეობას მიიღებს, როგორც მხარე, მოვალის ფიქტიურ გარიგებაში, უკეთუ მან იცოდა, რომ ეს გარიგება ფიქტიურია” (საქ. სსრ სისხლ. სამ. კოდ. – 1928, 185-ე მუხლი)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9