A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

FA FE FI FL FO FR FU
FIA FIC FID FIE FIG FIL FIN FIR FIS

fiducia

[*ფიდუ´კია/ფიდუ´ცია]
„ნდობა, სარწმუნობა” ფიდუცია, ფიდუციარული
I. შეთანხმება, რომლის ძალითაც ნივთის გადაცემის ვალდებულების გარდა არსებობდა ნივთის შემძენის (ფიდუციარის) ვალდებულება, განსაკუთრებული მოპყრობა გადაცემული ნივთისადმი ან შემდგომში ნივთის გამსხვისებლისთვის (ფიდუციანტისთვის) დაბრუნება. აღნიშნული შეთანხმება ეფუძნებოდა ნივთის გამსხვისებლის განსაკუთრებულ ნდობას ნივთის შემძენის მიმართ

II., III. „ფიდუციარული ოპერაცია – ნდობითი ოპერაცია, რომელსაც ბანკი ან სატრასტო კომპანია აწარმოებს თავისი სახელით, მაგრამ კლიენტის დავალებით და მისი ხარჯით (როგორც წესი, ინვესტიციების სამართავად); მთელი რისკისათვის კლიენტი თავადაა პასუხისმგებელი, ხოლო ბანკი მიიღებს საკომისიოს” (საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ – 1996, 1(რ)-ლი მუხლი)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9