A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

FA FE FI FL FO FR FU
FIA FIC FID FIE FIG FIL FIN FIR FIS

fiscus, fiscus Caesaris

[ფის´კუს, ფი´სკუს *კე´სარის/ცე´ზარის]
„ფულის ყუთი, ხაზინა, კეისრის ხაზინა” ფისკუსი
I. პრინცეპსის ხაზინა, სადაც შედიოდა შემოსავლები საიმპერატორო პროვინციებიდან, სულადობრივი, საბაჟო და სხვ. სახის გადასახადების სახით. შემოსავალი საიმპერატორო დომენებიდან, შემდგომში ასევე ზოგიერთი შემოსავალი სენატის პროვინციებიდან. პრინცეპსი ამ თანხებით საკუთრივ განკარგავდა, არავის აბარებდა ანგარიშს, მაგრამ ამავე დროს ამ სახსრებს ყველა სახის სახ. ხარჯების დასაფარად იყენებდა. ავგუსტუსმა ყოველ საიმპერატორო პროვინციაში დაადგინა f., რომელსაც განაგებდა procurator Augusti, შემდეგ კლავდიუსმა შექმნა ცენტრალური ხაზინა, f. C., რომლის განმგებელიც ფლობდა a rationibus-ის ტიტულს (დომინატის დროს: procurator a r.); ეს საფინანსო მოხელეები იყვნენ იმპერატორის მიერ გააზატებულები უაღრესად განათლებულნი, არსებითად, აღმ. პროვინციებიდან), მხოლოდ დროთა განმავლობაში f.-მა მიიღო მმართველი იმპერატორის კერძო საკუთრების ხასიათი, მაგრამ იგი გამოიყენებოდა უშუალოდ სახ. მმართველობის საჭიროებისათვის და გადაეცემოდა მომდევნო იმპერატორს (განსხვავებითpatrimonium principis-გან). შემდეგ f.-ი უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ვიდრე aerarium-ი, ხოლო პრინციპატის ბოლოს, ერთადერთ სახ. ხაზინად იქცა, რომელიც იწოდებოდა ასევე როგორც sacrae largitiones. ფისკუსის პირველყოფილი ხასიათიდან გამომდინარე, დავებს მევალეებთან (debitores f-i) წყვეტდა კერძო სამართლის ფარგლებში კერძო მოსამართლე iudex privatus, კლავდიუსის დროიდან კი procurator f-i,, შემდგომში – praetor f-alis და iudex extra ordinem. მაგრამ ფისკუსის ფაქტობრივ საზოგადოებრივ-სამართლებრივ ხასიათს დროთა განმავლობაში განაპირობებდა მისი ზოგიერთი პრივილეგია privilegia f-i მაგ., გენერალური კანონიერი სასესხო სამართალი →hypotheca omnium bonorum და იძულებითი ჯარიმის სამართალი
Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9