A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

A A, A. AB AC AD AE AF AG AI AL AM AN AP AQ AR AS AT AU AV
ACC ACE ACI ACO ACQ ACT ACU

activus

[აკტი´ვუს]
„ქმედითი, ნამდვილი”
I. აქტივი, აქტიური

II. 1. მატერიალური და/ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების ერთობლიობა. „ არამატერიალური აქტივი – ფიზიკური ფორმის არმქონე, იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის იჯარით გადაცემის ან/ და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს მიეკუთვნება: საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია, იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოს დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის სპეციალური უფლებები და სხვა ამგვარი არამატერიალური აქტივები” (საქართველოს საგადასახადო კოდექსი – 2010, მე-8(2) მუხლი);

2. „ ბიოლოგიური აქტივიცხოველი ან მცენარე (საქართველოს საგადასახადო კოდექსი – 2010, მე-8(6) მუხლი);

3. „ ინფორმაციული აქტივი – ყველა ინფორმაცია და ცოდნა [...], რომლებიც ღირებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისათვის” (საქართ- ველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ – 2012, მე-2(კ) მუხლი);

4. „ აქტიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში” (საქართველოს საარჩევნო კოდექსში – 2011, მე-2(ნ) მუხლი);

5. ბანკთა აქტიური ოპერაციები – ოპერაციები, რომელთა მეშვეობითაც ბანკები მოგების მიღების მიზნით მათ განკარგულებაში არსებულ რესურსებს განათავსებენ. „ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დარღვევების გამოვლენისას ეროვნულ ბანკს უფლება აქვს..., როცა საფრთხე ემუქრება კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შეუჩეროს მას აქტიური ოპერა- ციები...” (საქართველოს კანონი კომერციული ბანკების შესახებ – 1996, 30(3) (თ)-ე მუხლი);

6. „ დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი – საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში” (საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ– 2007, მე-2(ლ) მუხლი);

7. სამხედრო ძალების აქტიური რეზერვი – სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი და რეზერვში ჩარიცხული პირები, რომლებიც ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობით აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს. „ სამხედრო ძალების რეზერვი იყოფა სამ კატეგორიად: აქტიური რეზერვი, რომლის მიზანია პირთა მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება, სამობილიზაციო მზაობა” (საქართველოს კანონი სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ – 2006, მე-2(3) (ა) მუხლი)

III. 1.D”აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებით საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეებთან თანასწორად სარგებლობენ ის პირნიც, ვინც ამ კონსტიტუციის მე-8 მუხლშია აღნიშნული...” (კონსტ. – 1922, თავი VI, 92(გ), შენიშვნა)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9