A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

GA GE GI GL GR GU
GEL GEN GER GES

generalis

[გენერა´ლის]
„ზოგადი”
I. ზოგადი, საყოველთაო II. 1. უმაღლესი სამხედრო წოდება ან ჩინი, რომელსაც რამდენიმე ხარისხი აქვს. 1. „უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: გ.გ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი” (საქართველოს კანონი სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ – 1997, 38(1)(გ)(გ)-ე მუხლი); 2. მთავარი, ხელმძღვანელი, წამყვანი. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს გენერალური აუდიტორი.” (საქართველოს კანონი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ – 2008, მე-8(1) მუხლი); 3. ერთიანი, ზოგადი, ძირითადი. „გენერალური ლიცენზია – უფლება, როდესაც პირს შეუძლია ერთიანი ზოგადი ლიცენზიის საფუძველზე განახორციელოს მსგავსი ტიპის საქმიანობები და ვალდებული არ არის ცალ-ცალკე მოიპოვოს თითოეული საქმიანობის ლიცენზია” (საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ – 2005, მე-3(ბ) მუხლი)

III. „ყოველთა სარდალთა, ღენერალთა, ოფიცერთა, მოქალაქეთა, სალდათ(თ)ა, მღუდელთ-მთავართა და მოწესეთა და ყოველთა საზოგადოებათა ქართველსა- თა, ვითარცა შვილთა, ეგრეთვე უცხოთა, რომელნიც იყუნენ სამსახურსა ჩუენთასა, და მოსრულთაცა, უბრძანებთ...” (სამართ. ბატ. დავ. 144)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9