A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

HA HE HI HO HU HY
HOC HOM HON HOR HOS

honorarium

[ჰონორა´რიუმ]
„საჩუქარი”, „მადლიერება” ჰონორარი
I. ჰონორარი, საპატიო საჩუქარი, ჯილდო

II. ლიტერატურული ან სამხატვრო ნაწარმოების, სამეცნიერო ნაშრომის, არქიტექტორული პროექტის და ა.შ. ავტორისთვის გადახდილი გასამრჯელო. „არქიტექტურული პროექტის გამოყენებისათვის საავტორო ჰონორარის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით (საქართველოს კანონი არქიტექტურული საქმიანობის შესახებ – 1998, მე-13(4) მუხლი)

III. „განსაზღვრული ტირაჟის დროს საავტორო ჰონორარი ლიტერატურული ნაწარმოების... გამოცემისა და გავრცელების უფლების გასხვისებისათვის გამომცემლობის სასარგებლოდ არ შეიძლება იყოს იმ უკიდურეს განაკვეთზე ნაკლები, რასაც დააწესებს საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭო” ( „სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს მიერ საავტორო უფლებების საფუძვლების შესახებ” – 1925, ქრონ. კრ., I, გვ. 105)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9