II. 1. ადამიანის ინტერესებსა და უფლებებზე ორიენტირებილი, ჰუმანური. „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, არასამთავრობო, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანება”
(საქარ- თველოს კანონი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ – 1997, მე-2(1) მუხლი); 2. ჰუმანიტარული სამართალი – საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ადგენს სამხედრო კონფლიქტების დროს საომარი მოქმედებების წარმოების წესებს, აგრეთვე სამოქალაქო მოსახლეობის, დაჭრილი პირების, სამხედრო ტყვეებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვისთვის გამიზნულ პრინციპებსა და ნორმებს. „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა შეიარაღებული კონფლიქტის დროს”
(საქ. სისხ. სამ. კოდ. – 1999, 411-ე მუხლი); 3. ჰუმანიტარული სტატუსი – სტატუსი, რომელიც კანონით დადგენილ შემთხვევებში და პირობების დაკმაყოფილებისას ენიჭება პირს, რომლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას წარმოშობის სახელმწიფოში ემუქრება საფრთხე ან რომელსაც ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება. „ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას საქართველოში იმ პირთა მასობრივი შემოსვლის დროს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, სამინისტრო მათთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მათი წარმოშობის ქვეყანაში არსებული საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით”
(საქართველოს კანონი ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ – 2011, მე-5 მუხლი) III. „საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ... დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტი ადგენს...” (საქართველოს კანონი გრანტით მიღებული საქონლისა და ფულადი სახსრების დაბეგვრის თაობაზე – 1996)