II. სახელმწიფოს ოფიციალური პირის დაცვა საკუთარი ან უცხო სახელმწიფოს იურისდიქციისგან, სახელმწიფოს დაცვა უცხო სახელმწიფოს იურისდიქციისგან. „როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად სარგებლობენ დიპლომატიური და საკონსულო იმუნიტეტით” (საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ – 2007, 41(1)-ე მუხლი)
III. „საქართველოს ტერიტორიაზე იმ უცხოელი მოქალაქის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით საქართველოს ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ, გადაწყდება დიპლომატიური გზით” (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი – 1984, მე- 17(2) მუხლი)
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |