A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

A A, A. AB AC AD AE AF AG AI AL AM AN AP AQ AR AS AT AU AV
AB ABA ABD ABE ABI ABO ABR ABS ABU

absolutus

[აბსოლუ´ტუს]
„შეუზღუდავი, უპირობო”; აბსოლუტური

I. დამოუკიდებელი, განკერძოებული, ერთპიროვნული, სრული, შეუზღუდავი

II. 1. სრული, შეუზღუდავი, უპირობო. აბსოლუტური პრივილეგია კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება (საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ 2004, თავი I, 1(ფ)-ლი მუხლი);
2. აბსოლუტური უმრავლესობა გულისხმობს გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ნახევარზე მეტს. „პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობის დასკვნებით მიენიჭება უპირატესობა” „ (იხ. საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ – 1998, მე-15(9) მუხლი)

III. „ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაუბალანსებლობის ზღვარი (მეტობა ან დეფიციტი აბსოლუტური მნიშვნელობით და პროცენტულად პროგნოზირებული შემოსავლების მოცულობასთან)” (საქართველოს კანონი საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ - 1996, 26(3)-ე მუხლი)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9