A B C D E F G H I K L M N O P Q R S T U V

A A, A. AB AC AD AE AF AG AI AL AM AN AP AQ AR AS AT AU AV
ACC ACE ACI ACO ACQ ACT ACU

acceptus

[*აკკე´პტუს/აკც´ეპტუს]
„მიღებული”; აქცეპტი

I. შემოსავალი

II. 1. თანხმობა ხელშეკრულების დადების წინადადებაზე (ოფერტზე). „ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება” (საქ. სამოქ. კოდ. – 1997, 329(1)-ე მუხლი);
2. თანხმობა ფასიანი ქაღალდების ან სავაჭრო დოკუმენტების განაღდებაზე, აგრეთვე ფასიან ქაღალდებსა თუ სავაჭრო დოკუმენტებში მითითებული თანხის გადახდის გარანტირება. „აქცეპტი – გადამხდელის ხელმოწერა იმის თაობაზე, რომ მან თამასუქი მიიღო გადასახდელად დადგენილ ვადაში და თანახმაა გადაიხადოს” (საქართველოს კანონი თამასუქის შესახებ – 1995, ზოგადი განმარტებანი)

III. „თამასუქის პროტესტის მიღების დღეს სახელმწიფო სანოტარო კანტორა გადამხდელს ან დომიცილიანტს (პირს, რომელიც იხდის დომიცილებულ თამასუქს) წარუდგენს მოთხოვნას თამასუქის განაღდების (ან აქცეპტის) შესახებ” (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 562 დადგენილება – 1976, კარი III, თავი XVI, 160; საქ. კან. გვ. 307)

Source: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. ალექსიძე ლევან, გაგუა იამზე, დანელია მაია, კობახიძე ეკატერინე, რუხაძე ნინო. რედ.: გაგუა იამზე; რეცენზ.: ტონია ნანა, ბოსტოღანაშვილი დავით. /პროექტი განხორცილედა: შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის №11/30 მეშვეობით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე./ გამომცემლობა: მერიდიანი, 2015; ISBN 978-9942-25-036-1.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9