გა გე გვ გი გმ გნ გო გრ გუ
გუდ გუე გუთ გუი გულ გუმ გურ გუხ

გულისპირი

აქ: ქალის ქართული კაბის ჩახსნილ ნაწილში ჩასაფენი. დასამზადებლად იყენებდნენ კაბისაგან განსხვავებულ, მაგრამ ფერითა და ხარისხით შეთანხმებულ მასალას. ხშირად იყო მოხმარებული ხავერდისა და აბრეშუმის ქსოვილები. ფერებიდან არჩევდნენ თეთრს, შვინდისფერს, ლურჯს და შავს. XIX საუკუნის ბოლოსათვის გამოყენებული ჩანს აგრეთვე ფაბრიკული, ყვავილებით მოჩითული ქსოვილებიც. კისერთან ზონრით დაკავშირებული, ყელთან მომდგარი და წელს მიტანებული გულისპირი გაფორმებული იყო ოქრომკედის ძაფით შესრულებული მცენარეული და სახეებიანი ნაქარგით. ზოგჯერ ნაქარგს მარტო ფერადი ძაფებითა და მძივებით ასრულებდნენ. მოქარგულ სარტყელსა და სახელოებთან ერთად, გულისპირი, საქართველოში ფართოდ ცნობილი ქალის ჩასაცმელი კომპლექტის „ქართული კაბის“ აუცილებელ ელემენტად ითვლებოდა.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა), ანალები, ტ. I. 1974.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9