გა გე გვ გი გმ გნ გო გრ გუ
გუდ გუე გუთ გუი გულ გუმ გურ გუხ

გულსაფარა

თუში ქალის უბეზე ასაფარებელი გულისპირი. მასალად გამოიყენებოდა სხვადასხვა ფერის ქსოვილი - ქიშმირი, სატინა, რომელსაც წელსა და ყელზერ სამაგრად ზორტები ეკერა. ბავშვის ასაფარებელ ამგვარი ტიპის საგულეს „გულამბარი“ ერქვა, ყელთან მინაოჭებული გულსაფარას ნაწილი უბის შიგნით იყო ჩაფენილი, ბოლო კი ზემოდან გადმოიფინებოდა. გულსაფარას დანიშნულება იყო ფარაგას მონაცვლეობა, ზოგჯერ კი მის დამცავ საშუალებას წარმოადგენდა სამუშაოთა შესრულებისას. იგი რამდენადმე ფარავდა ფეხმძიმე ქალის ორსულობას.
ლიტ-რა: გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993. ც. ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967. ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9