გა გე გვ გი გმ გნ გო გრ გუ
გუდ გუე გუთ გუი გულ გუმ გურ გუხ

გუმური

(მეგრ). - თიხის საცობი (ერთი მუჭის ზომის), რომელიც სათვალთვალოს, ანუ დუთქაშს (გამოსაწვავ ქურას შენების დროს კედელში დაატანდნენ რამდენიმე სათვალთვალოს), უკეთდებოდა ჭურჭლის გამოწვის პროცესში.
გუმური ისე უნდა მორგებოდა სათვალთვალოს, რომ ქურას „სასუნთქი დარჩენოდა“. გუმური ეწოდებოდა აგრეთვე, მომრგვალებულ თიხის ნაჭერს, რომელიც იდება ქურაში ჩადგმულ ქვევრსა და ქურის კედელს შორის, რათა კედელმა ქვევრი არ დააზიანოს.
გუმური მხოლოდ ერთჯერად გამოიყენებოდა, რადგან ჭურჭელთან ერთად გამომწვარი გუმური იმდენათ ვიწროვდებოდა, რომ მეორედ გამოყენებისათვის უვარგისი ხდებოდა.
ლიტ.: რ. თოდუა, სამეთუნეო ნაგებობანი სამეგრელოში. მსე, ტXX. 1979.
მ. ზ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9