და დგ დე დვ დი დო დრ დუ დღ
დაბ დაგ დავ დაზ დათ დაი დალ დამ დან დარ დას დატ დაფ დაღ დაშ დაჯ

დაბაღი, მეპატრაკე

მეტყავე, ტყავის დამამუშავებელი ხელოსანი. საქართველოს ეკონომიკურმა მდგომარეობამ და გეოგრაფიულმა გარემომ შექმნა მესაქონლეობის განვითარებისთვის საუკეთესო პირობები, რამაც ხელი შეუწყო დიდი რაოდენობით ტყავის დაგროვებას, აქედან გამომდინარე, მედაბღეობის მდიდარი ტრადიციის შექმნასა და წარმოჩინებას. მედაბღეობა გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. თბილისი კი ამიერკავკასიის ქალაქებს შორის ძველთაგანვე გახდა მედაბღეობის წამყვანი ცენტრი. მედაბღეების ამქარი სხვა ამქართა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. თბილისელი დაბღების მიერ დამზადებული ტყავი სრულიად აკმაყოფილებდა მეწაღეების, მეჩექმეების ქართული, აზიური, ევროპული ფეხსაცმლის მკერავთა, მეუნაგირეთა და სირაჯების მოთხოვნილებას.
ლიტ.: ნ. აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986. ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები, 1973.
ნ. ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9