და დგ დე დვ დი დო დრ დუ დღ
დაბ დაგ დავ დაზ დათ დაი დალ დამ დან დარ დას დატ დაფ დაღ დაშ დაჯ

დათვა-ბოყვა

(აჭარ. გურ.) - ხალხური საკეტის ტიპი. იხმარება კარების, ნალიის, ბეღლისა და სხვათა დასაკეტად. აკეთებდნენ ხისგან, შედგება ოთხი ნაწილისგან: კბილები, გასაღები, ურდული და ფიცარი, რომელზედაც დამაგრებულია მთელი ეს მოწყობილობა. დათვა-ბოყვა კარების ამყოლზეა მიჭედილი. გასაღების ამოღებით, რომელიც გაყრილია კბილების ზევითა ნაწილისა და ურდულის შუა, ბოქლომი იკეტება, რადგან კბილები დაბლა ეშვება და თავის ბუდეებში ჩადის. გაღებისას კი ისევ გასაღების საშუალებით კბილები მაღლა აიწევა. საკეტის ასეთ ტიპს ანალოგები ეძებნება მახლობელი აღმოსავლეთის უძველეს კულტურაში.
ლიტ.: გ. ჩიტაია, აჭარული დათვა-ბოყვა, შრომები, ტ II, 2000.
ე. ნ.
See also: კლიტე
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9