და დგ დე დვ დი დო დრ დუ დღ
დაბ დაგ დავ დაზ დათ დაი დალ დამ დან დარ დას დატ დაფ დაღ დაშ დაჯ

დამბაჩა

ცეცხლსასროლი იარაღი. დამბაჩა ცეცხლსასროლი იარაღის განვითარების ისტორიაში ადგილს იმკვიდრებს XVI ს-დან, მაშინ როცა ხმარებაში შემოვიდა ე.წ. კაჟიანი ჩახმახები, რამაც საშუალება მისცა იარაღის კონსტრუქტორებს თოფის ზომების ისე შემცირება, რომ გასროლა ერთი ხელით ყოფილიყო შესაძლებელი.
კაჟიანი დამბაჩების პერიოდში (XVI-XIX), სხვადასხვა კონსტრუქციულ ვარიანტებთან ერთად (ერთჩახმახიანი და ოთხლულიანი) იქმნებოდა აგრეთვე კომბინირებული დამბაჩები დანებთან და ხმლებთან ერთად.
ქართული კაჟიანი დამბაჩების ადგილობრივი წარმოება, ისევე როგორც კავკასიაში, დაიწყო XVIII ს-დან. კავკასიაში ცეცხლსასროლი იარაღის დამამზადებელ ცენტრებს ძირითადად წარმოადგენდა საქართველო, დაღესტანი და ჩერქეზეთი. ხოლო კონკრეტულად საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით თბილისური, ახალციხური და აჭარული დამბაჩა - „მაჭახელა“ სარგებლობდა. ამ დამბაჩების განმასხვავებელი ნიშნები დეტალების ფორმებში მოიძებნება, ხოლო ტიპოლოგიურად ისინი ერთ კავკასიურ ტიპსმიეკუთვნებიან.
ლიტ.: მ. ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი (საქ. სახ. მუზეუმის იარაღის ფონდში დაცული მასალების მიხედვით), სამაგისტრო ნაშრომი, 2000 .А. В. Жук, энциклопедия стрелкового оружия, 1998г. Э. Аствацатурян, оружие народ ов кавказа, Москва 1995.
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9