და დგ დე დვ დი დო დრ დუ დღ
დაბ დაგ დავ დაზ დათ დაი დალ დამ დან დარ დას დატ დაფ დაღ დაშ დაჯ

დამკვრელთა ამქარი

მუსიკოსთა ამქარი ისეთივე ორგანიზაცია იყო, როგორც ხელოსანთა. ამქარს ჰყავდა თავისი უსტაბაში. ის აწარმოებდა შეგირდის ოსტატად კურთხევას, ამქრობის//საღვთოს მოწყობას. სწავლის კურსის დასრულების შემდეგ შეგირდი ოსტატად უნდა დალოცვილიყო. ოსტატად კურთხევის ცერემონიალზე, ჩვეულებრივ, წინ ბაირაღი მიჰქონდათ, რომელსაც დასტით ან ზურნით მთელი ამქარი მიყვებოდა. თბილისში, ორთაჭალის ბაღებში, იმართებოდა წვეულება, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდებოდა. პირველ დღეს საღამომდე იქეიფებდნენ, საღამოს კი მთელი ამქარი ზურნით სიონის ქუჩამდე მივიდოდა და დაიშლებოდა.
ლიტ.: ი. გრიშაშვილი, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, თხზულებათ სრული კრებ. ტ. III. 1963. მ. შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988.
მ.შ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9