აბრეშუმის თხელი ქსოვილი. იქსოვებოდა ორ ან ოთხ დგიმიან ჰორიზონტალურ საქსოვ დაზგაზე - საფეიქროზე. ქსოვილის ქსელისთვის გამოყენებული იყო გასანთლული ან გახამებული შულოები, საზედაოსთვის ნაცარწმენდში ან საპონში გამოხარშული ძაფი. ძირითადად იყო სადა თეთრი ფერის. იქსოვებოდა ასევე სახიანი - კუბოკრული, ფუთური, ჭადრაკული (დას. საქ.), უჯრედებიანი (კახ.), ზოლებიანი. დარაიას მოქსოვა ძაფის სათვალავზე იყო დამოკიდებული, რაც დაქსელვის დროს გამოიანგარიშებოდა.
მოქსოვილი დარაია საგანგებოდ გამოიხარშებოდა. დარაია, თავთას ხმარობდნენ მამაკაცის პერანგის, ახალუხის, ყაბალახისათვის; დასავლეთ საქართველოში ქალის თავსაფრებად და საკაბედ. დარაიას ფართოდ იყენებდნენ ყოფაში - საბნის პირებისათვის. მას მზითევშიც ატანდნენ.
ლიტ.: ნ. აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957.
ლ. მ.
See also: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,