და დგ დე დვ დი დო დრ დუ დღ
დაბ დაგ დავ დაზ დათ დაი დალ დამ დან დარ დას დატ დაფ დაღ დაშ დაჯ

დარანი, მაღარაი

(სამცხ. ჯავახ.) - მიწისქვეშა დასახლება, ერთგვარი თავდასაცავი კომპლექსიმიწის ქვეშ. დარანში იყო ადამიანის საცხოვრებელი, სამეურნეო დანიშნულების სათავსები, საქონლის საბძელ-ბოსლები, რომლებიც გვირაბებით უკავშირდებოდა ერთმანეთს. დარნები დაყოფილი იყო უბნებად, გაყვანილი ჰქონდათ წყალი და ომიანობისას ასეთი დასახლება იქცეოდა ადამიანთა თავშესაფრად, რომელიც შეუმჩნეველი იყო მტრისათვის. დარანების საუკეთესო ნიმუშები დასტურდება სოფლებში: ჭობარეთში, ხიზაბავრაში, დამალაში, იდუმალასა და ჩამძვრალაში, რომელთაგან სამი უკანასკნელის ტოპონიმი უშუალოდ გამოხატავს ასეთი დასახლების ხასიათს. დარნები აგებული იყო ლოდოვნებით და იკეტებოდნენ ქვის დიდი კარებებით. ამ ტიპის დასახლებანი სამცხე-ჯავახეთში XVI ს. თურქმანთა ინტენსიური შემოსევების დროს უნდა გავრცელებულიყო.
ლიტ.: თ. ჩიქოვანი, იდუმალა, 1975.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9