და დგ დე დვ დი დო დრ დუ დღ
დაბ დაგ დავ დაზ დათ დაი დალ დამ დან დარ დას დატ დაფ დაღ დაშ დაჯ

დაშნა

  1. „მოკლე ხმალი, მოკლე საკიდარი“(საბა). დაშნა წარმოადგენს მოკლე, ცალლესურ ხმალს, რომელიც ხანჯალზე დიდია, ხოლო ხმალზე პატარა. დაშნა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, ხევსურეთში. ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით ხევსურები ხმალ-ხანჯალთან ერთად ხმარობდნენ აგრეთვე „ხმალ-დაშნას“, რომელსაც სახელოში ან ზურგზე ტანსაცმლის ქვემოდან შეფარულად ატარებდნენ. ე.ი. „ხმალ-დაშნა“ მალული იარაღია, იგი გამოიყენებოდა, მაგ., შუღლის დროს, იმ შემთხვევაში, როდესაც ხევსურს სხვა იარაღი არ ჰქონდა, მაგალითად სტუმრობის დროს, როდესაც წესის მიხედვით იარაღს მასპინძელი ჩამოართმევდა, ის დაშნის, უბისფარისა და საცერულების ამარა რჩებოდა.
    ლიტ.: В. И. ЭЛАШВИЛИ. „Парикаоба „ 1956. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. I, 1991.
    მ. ქ.
  2. ყავრის გამოსახდელი ხმლისებური იარაღი
    ლიტ.: В. И. ЭЛАШВИЛИ. „Парикаоба „ 1956. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. I, 1991.
    მ. ქ.
    Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9