და დგ დე დვ დი დო დრ დუ დღ
დრო

დროშა ამქრისა

საქართველოს ქალაქებში ხელოსნობის თითქმის ყველა დარგის ამქარს გააჩნდა საკუთარი დროშა, რომელიც გამოჰქონდათ სადღესასწაულო დღეებში და ხმარობდნენ ასევე თავიანთ სახელოსნო-სარიტუალო წეს-ჩვეულებების შესასრულებლად. დროშებზე ძირითადად გამოსახული იყო მფარველი წმინდანები და რეალური თუ ლეგენდარული პირნი, რომელთა სახელებიც, რაღაც ნიშნით, დაკავშირებული იყო ამა თუ იმ დარგის აღმოჩენებთან. მაგ., მჭედლის დროშას ამკობდნენ ლითონის პირველი გამჭედელნი ბიბლიური იავანი და თობელი, ხარაზებისას ელია, ხუროებისას ნოე და მისი კიდობანი, სარაჯებისას ყურძენი და ა.შ. წმინდა გიორგი იყო უნივერსალური პერსონაჟი, რომელიც ხელოსანთა უმეტეს დროშებზე იყო გამოსახული, როგორც მრავალი ხელობის გამჩენი. ეს ვითარება ქართველთა უძველესი სარწმუნოების ფესვებს ააშკარავებს და ამ სფეროშიც კი გვევლინება იმ დიდი პოპულარულობის უშუალო დასტურად, რომელიც წმინდა გიორგის ეჭირა ქართველთა რელიგიურ პრაქტიკაში. ამ მომენტის ანალოგი ქართველთა უძველესი სარწმუნოების გადმონაშთებშია დადასტურებული. მაგ., ასეთია სვანეთში - სოლანი, მეგრელებში - სოლომი, ხევსურებში - პირქუში, აფხაზებში - შშა.
ლიტ.: ნ. აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9