და დგ დე დვ დი დო დრ დუ დღ
დუდ დუვ დუმ დურ დუქ დუშ

დუქანი

სავაჭრო სახელოსნო ნაგებობა, რომლის სინონიმი უძველეს ქართულ ძეგლებში არის „საფარდული“ და „სამოსასყიდლო“, ამათთან ერთად, XI-XII სს. წერილობით ძეგლებში გვხვდება დუქნის შესატყვისი უცხოური ტერმინი „ქულბაქი“. დასავლეთ საქართველოში დუქნის მნიშვნელობით ტერმინი „ხულაც“ ყოფილა გავრცელებული. დუქნის შიგნით უშუალოდ მიმდინარეობდა სახელოსნო საქმიანობა, ხოლო მის წინპირზე გამოფენილი იყო სახელოსნო ნაწარმი და მათი რეალიზაციაც აქვე ხდებოდა. არქიტექტურული თვალსაზრისით დუქნები სხვადასხვანაირი ფორმისა იყო: მაგ.: ორსართულიანი დუქანი, დუქანი-საცხოვრებლით, დუქანი დარაბებიანი და სხვა. დუქნები ზოგი ქვითკირისაგან იყო ნაგები, ზოგი კი ხისაგან. პირველი დამახასიათებელი იყო აღმოსავლეთის, ხოლო მეორე დასავლეთ საქართველოსათვის. ქალაქის დუქნები ერთი ქუჩის პირზე ჩარიგებულ შენობებს წარმოადგენდა და არქიტექტურული თვალსაზრისით საკმაოდ მოწესრიგებული იყო.
მოგვიანებით დუქანი ეწოდა სასადილოსაც.
ლიტ.: შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ II, 1983.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9