ებ ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეჟ ერ ეტ ეშ ეჩ ეჰ
ევლ

ევლოგია

მორწმუნეთა მიერ მოსახსენიებლებთან ერთად შეწირული სეფისკვერი, რომელიც წირვის დამთავრებისას, ჯვრის მთხვევის შემდეგ, კვლავ მორწმუნეებს ურიგდებათ. მისი მიღება დილით მხოლოდ უზმოდ შეიძლება. მლოცველთ ნაწილი ევლოგიისა შინ მიაქვთ, რათა მომდევნო დღეებში დილის ლოცვების შემდეგ იხმიონ ნაკურთ წყალთან ერთად. ევლოგიის წინ საჭიროა სათანადო ლოცვის წარმოთქმა: „უფალო ღმერთო ჩემო ჰყვენ ესე წმიდა ძღვენი შენი და წმიდა წყალი შენი, მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა, განსანათლებლად გონებისა ჩემისა, განსამტკიცებლად ცოდვათა ჩემთა, განსანათლებლად გონებისა ჩემისა, განსამტკიცებლად სულიერთა და ხორციელთა ძალთა ჩემთა, საკურნებელად სულისა და ხორცისა ჩემისა, დათრგუნვად ვნებათა და უძლურებათა ჩემთა, განუზომელისა მოწყალებისა შენისა გამო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ“.
ლიტ.: მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, 2002 , ლოცვანი, 2000.
ხ.ც.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9