ებ ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეჟ ერ ეტ ეშ ეჩ ეჰ
ემბ

ემბაზი

საბანელი, განსაწმედელი, ნათლისღებისათვის განკუთვნილი ქვის, ხის ან ლითონის დიდი თასის მსგავსი (შეიძლება ოთხკუთხა ფორმისაც იყოს) ჭურჭელი. სამი პატარა შანდლით სანთლებისათვის, რომლებსაც ნათლობის საიდუმლოს ჩატარებისას ანთებენ. „ემბაზის შვილი“ ნიშნავს მონათლულს. ნათლობის საიდუმლოს გარკვეულ მომენტში ემბაზში ჩასხმულ ნაკურთხ წყალში მღვდელი სამგზის შთაფლვითა და ლოცვით ნათლავს ერისკაცს. ბავშვის მონათვლა შესაძლებელია დაბადებიდან მე-9 ან მე-40 დღეს, (ხოლო ჯანმრთელობისთვის რისკის შემთხვევაში დაბადებისთანავე), რომელსაც მონათვლის შემდეგ შეუძლია წირვა-ლოცვაზე დასწრება, აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებებში მონაწილეობა. მონათვლისას ადამიანს უფლისგან დაედგინება მფარველი ანგელოზი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე და გარდაცვალების შემდეგაც უხილავად იცავს მის სულს უწმინდურ ძალთაგან.
ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005.
ხ. ც.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9