ებ ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეჟ ერ ეტ ეშ ეჩ ეჰ
ენდ ენქ ენძ

ენდრო

საღებავი მცენარე. ხალხურ სამღებრო საქმიანობაში იხმარებოდა საღებავად. ენდროს ძირებში გამოირჩეოდა გარეთა კანი, ცილი და მოყვითალო შუაგული. მასთან შერეული სხვადასხვა დასადედებელ-ფერმჭერის საშუალებით (ნაცარი, შაბი, გამხმარი შვინდის ნახარში, მურყნის ქერქის ნახარში და სხვა) ღებულობდნენ წითელი ფერის ფართო სპექტრს. ენდროთი იღებებოდა ბამბის, შალის, მატყლის მრავალფეროვანი საფეიქრო ნაწარმი. იგი იძლეოდა უხუნებ, მდგრად ფერებს.
ენდრო საქართველოში უძველესი დროიდან იყო ცნობილი. ინტენსიური წარმოების გამო საექსპორტო საგანსაც წარმოადგენდა. საქართველოდან იგი აქლემებით გაჰქონდათ აღმოსავლეთ ქვეყნებში. ქართული ენდრო წარმატებით უწევდა კონკურენციას საერთაშორისო ბაზარზე აზიურ და კაპრის ენდროს. ამის გამო ენდრო XIXს. 60-იან წლებიდან რუსეთის მიერ „კოლონიალურ“ მცენარეების გაშენების პროექტში იყო შესული, რისთვისაც მისი მოშენების საგანგებო აგროტექნიკური ღონისძიებები იქნა შემუშავებული. მისი პლანტაციები გაშენებული იყო საქართველოს სხვადასხვა ადგილას (თელავი, სიღნაღი, აწყური, ქუთაისი). XIXს. 70-იან წლებიდან ხელოვნური საღებავის -ანილინის მიღების შემდეგ საფუძველი გამოეცალა ენდროს მოხმარებას და გაშენებას. ამჟამად ველური სახითაა გავრცელებული ქართლ-კახეთსა და იმერეთში.
ლ.მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9