ებ ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეჟ ერ ეტ ეშ ეჩ ეჰ
ენდ ენქ ენძ

ენქერი

ეპისკოპოსთა, არქიმანდრიტთა და სხვა დამსახურებულ სამღვდელო პირთა სატარებელი, მარჯვენა მხარეს ლენტით დასაკიდი ოთხკუთხოვანი რომბისებური ფორმის ქსოვილი ჯვრის გამოსახულებით. სიმბოლურად ნიშნავს ღმრთის სიტყვის სულიერ მახვილს, რომელიც იარაღის მსგავსად მარჯვნივ დაიკიდება. ენქერი მღვდელს მიეცემა ჯილდოდ.
სარტყელზე ჩამოკიდული ენქერი ქრისტეს ხელსაწმენდს ნიშნავს, ის აგრეთვე მოასწავებს პილატეს, რომელმაც ხელები დაიბანა, შეიმშრალა მასზე და თქვა: „უდანაშაულო ვარ“ (წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელი).
ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005. წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელი „საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა“, გაზ. „საეკლესიო სიწმინდენი“, №1, 2000.
ხ. ც.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9