ებ ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეჟ ერ ეტ ეშ ეჩ ეჰ
ეჟვ

ეჟვანი

საჟღარუნო პატარა ზარაკი, რომელიც შეებმებოდა დროშებსა და ალმებს, სარიტუალო თუ სატრანსპორტო ეტლებს, საქონელს. ხმარობდნენ სხვადასხვა ტიპის ეჟვნებს, რომელთაგან გამოირჩევა მრგვალი უენო ეჟვანი, მას შიგნით რკინის ბურთულა აქვს მოთავსებული და პატარა შენძრევაზედაც კი ხმას გამოსცემს. სარიტუალო თუ საბრძოლო დროშებზე ეჟვნების შებმა და მათი ხმაური გამოკვეთდა არსებული მდგომარეობის საკრალურ ბუნებას. ეჟვანს პრაქტიკული დანიშნულებით გამოიყენებდნენ ეტლებზე, აბამდნენ საძოვარზე გაშვებულ საქონელს, დაკარგვის შემთხვევაში, მათ ხმაურზე უფრო იოლად რომ მოეძებნათ. ბრინჯაოს ხანის მასალებში მოიპოვება დიდი რაოდენობით ეჟვნები, რაც იმის მაუწყებელია, რომ ამ ნივთს ფართო რელიგიური და პრაქტიკული დანიშნულება ჰქონია.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9