ებ ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეჟ ერ ეტ ეშ ეჩ ეჰ
ეჩო

ეჩო

ხის მოხელის სათლელი იარაღი. ყოფაში გავრცელებულია სინონიმები: ეჩო (ქართლ. კახ.), ხელეჩო, ღორეჩო (იმერ.), ღორაჩო (ქიზ.), ეჩუა (გურ.), ქესარი (აჭარ.), ეჩვაი, ხელეჩვაი (ფშ.), ქოთქოთო და ა.შ. შედგება ლითონის პირისა და ხელტარისაგან, არის პატარა ეჩო - ხელეჩო და დიდი - თოხეჩო, ფეხეჩო, მძიმე ეჩოები. ეჩო თავისკენ მიითლის ნაფოტს და მთლელისკენ ისვრის. რაც თავისებურად არის ასახული ხალხურ სიტყვიერებაში: „...განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს“.
გ. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9