ვა ვე
ვაგ ვაზ ვალ ვარ ვაშ

ვარცლი

პურის ცომის მოსაზელი ნავისებური ხის ჭურჭელი. ძირითადად ორი სახისაა. ერთი დიდი ზომის, ფეხებიანი, სადაც ერთდროულად 30-40 კგ ცომი მოიზილებოდა დიდ ოჯახში, ასევე ქორწილისა და ქელეხის დროს. ვარცლი ღრმა ჭურჭელია, განკუთვნილია საფუარიანი ცომისთვის და მისი კონსტრუქცია მისადაგებულია ფუების, ამოსვლის პროცესთან. ვარცლის მეორე ტიპს ხელვარცლი ეწოდება და ყოველდღიურად მოიხმარებოდა. ასეთი ვარცლის სიღრმე და სიგანე იმ ზომის უნდა ყოფილიყო, რომ შიგ საცერი თავისუფლად ჩატეულიყო. ხელვარცლს მცირერიცხოვან ოჯახში ხმარობდნენ. ზოგიერთ ვარცლს იმხელა ფრთები ჰქონდა, რომ პურის გუნდის მომზადება მასზევე ხდებოდა. ვარცლი გავრცელებული იყო მთელ საქართველოში, მაგრამ სხვადასხვა სახელწოდებით. მაგ., მესხეთში - გობი, სვანეთში - ჯარ, რაჭაში - ორე. ვარცლის გავრცელების არეალები ძირითადად ემთხვევა იმ რეგიონებს, სადაც მემინდვრეობაში ძირითადად პურეული კულტურები იყო გავრცელებული.
პურის ცხობა ოჯახში საპატიო მოვალეობად ითვლებოდა და მას ტრადიციულად ოჯახის უფროსი ქალი უძღვებოდა. დიასახლისად დალოცვაც ვარცლთან ერთად ხდებოდა.
ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9