ზა ზე ზი ზო ზუ ზღ
ზალ ზამ ზან ზაო ზარ

ზარაფხანა

მონეტების, ორდენების, მედლებისა და სხვა სახელმწიფო ნიშნების დამამზადებელი სახელმწიფო საწარმო, რომელიც ფართოდ იყენებს მოვერცხლვისა და საიუველირო მინანქრით ლითონის ნაკეთობათ დაფარვის ხერხებს. ზარაფხანა შეიქმნა ეროვნული სახელმწიფოს წარმოშობასთან ერთად, როცა მონეტების მოჭრა სახელმწიფო მონოპოლიად იქცა. საქართველოს ტერიტორიაზე მონეტას ჭრიდნენ ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან. ქართული სახელმწიფოს ზარაფხანები იყო თბილისში, დროგამოშვებით: დმანისში, ანისში, არტანუჯში, ზაგემში, უფლისციხეში, ქუთაისში, ცხუმში, ზუგდიდში და სხვა.
მ. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9