ზა ზე ზი ზო ზუ ზღ
ზალ ზამ ზან ზაო ზარ

ზარი

ლითონის სარეკი. ძირითადად ცილინდრული ფორმისა, რომელსაც აქვს ენა. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოკვეთა ქრისტიანობამ, როგორც ცნობილია, მკვდრეთით აღდგომის იდეა ქრისტინაული მორალის ქვაკუთხედს წარმოადგენს. იგია რწმენის ძირითადი საყრდენი, რომელსაც მოელის მორწმუნე თავის დროზე. ამ აუცილებელი აქტის მაუწყებელი გახდება ზარი, მან უნდა მისცეს ნიშანი სიკვდილისგან დახსნისა და მარადიული არსებობისა. ზარი წარმოადგენს ყველა საეკლესიო დღეების, დღესასწაულებისა და სალიტურგიო წესთმსახურების შესრულების აუცილებელ ატრიბუტს. შუა საუკუნეებში ზარისთვის გაჩნდა საგანგებო შენობა - სამრეკლო.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9