ბეღლის ერთ-ერთი დანაყოფის სახელია (თვალი, ხარო, ხვიმირა, საგვერდული). განაყოფები- თვლები გამოიყენებოდა: მარცვლეულის, ფქვილის, გამომცხვარი პურის სათავსოდ. ინახავდნენ ჯამ-ჭურჭელსაც. პირველად მზადდებოდა დირეები. ჩარჩო იკვრებოდა ულურსმნოდ, შვერილის ბუდეებში ჩასმის წესით. ფიცრები დირეთა ღარებში თავსდებოდა და მჭიდროვდებოდა საჭიკავის საშუალებით. ზოგიერთი აკო წარმოადგენდა ცალკე სათავსს და ოთხ ფეხზე იდგა. ჰქონდა ასახდელი სახურავი. აკოს დასამზადებლად საუკეთესო იყო რცხილა, წიფელი და ცაცხვი. მოხევეთა ყოფაში აკოს სახელდახელო საწოლის ფუნქციაც ენიჭებოდა. გამართავდნენ კარების უკან, აწვენდნენ ახლად დაქორწინებულებს. დამახასიათებელი ყოფილა დიდი ოჯახისთვის.
ლიტ.: ბედუკიძე, ხალხური ავეჯი აღმ. საქ. მთიანეთში, 1973.
ლ. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3