ზა ზე ზი ზო ზუ ზღ
ზალ ზამ ზან ზაო ზარ

ზარფუში

არყის გამოსახდელი ქვაბის სპილენძის ხუფი, სახურავი, ლაფრანი. კვერავდნენ სპილენძის რამდენიმე ფურცლის, ფირფიტისაგან. ზარფუშს აქვს წინ გაშვერილი მილი, რომელიც თავში განიერია, ბოლოში კი ვიწრო, რათა იოლად შევიდეს წყლიანი ტაშტის მილში. სპილენძის მრგვალღერა სახელური, ყური მირჩილულია ზარფუშის ტანზე და დამაგრებულია სპილენძის მანჭვლებით. არყის გამოხდისას ზარფუში მჭიდროდ ეხურება ჭაჭაჩაყრილ ქვაბს. ადუღების შემდეგ მასში დაგროვილი ორთქლი ზარფუშის ყელიდან გადადის წყლიანი ტაშტის მილში და გადაიქცევა სითხედ. ზარფუშები არსებობდნენ, როგორც სპილენძის, ასევე თიხის, მაგრამ უფრო კარგი და მისაღები იყო სპილენძის ზარფუში.
ლიტ.: ც. კაკაბაძე, სპილენძის ქართული ჭურჭელი, ეთნოლოგიური ძიებანი, I, 2000.
ც. კ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9