(ხევს.) ქადების გამოსაცხობი რკინის რგოლი, რომელიც ჭერში დამაგრებული რკინის საკიდით, ჩამოკიდებულია ცეცხლზე და ზედ დადებულია სიპი ქვა. ცეცხლის დანთებისას ქვა ხურდება, მასზე დააკრავენ ქადას. ქადა რომ მომაგრდება, დიასახლისი შემდეგ გადმოიღებს, ჩაფლავს ცხელ ღადარში, სადაც გამოშუშდება და კარგად გამოცხვება.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,