აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აჭ ახ აჯ
აკვ აკი აკლ აკო

აკორდეონი, აკორდიონი

(გერმ.) სხვადასხვა კონსტრუქციის პნევმატურენიანი ინსტრუმენტების საერთო სახელწოდებაა, რომელთაც მარცხენა კლავიატურაზე აქვთ მზა აკორდული აკომპანემენტის სისტემა. სახელწოდება ცნობილია 1829 წლიდან. ეს სახელი უწოდა ავსტრიელმა ორგანის ოსტატმა კ. დამიანმა მის მიერ გაუმჯობესებულ გარმონიკას. XIX ს-ის 30-იანი წლებიდან საუკუნის ბოლომდე აკორდეონი გავრცელდა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში (ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ინგლისი) და აშშ-ში.რუსეთში აკორდეონი გავრცელდა XIX ს-ის ბოლოდან. მანამდე უკვე პოპულარული იყო გარმონიკები, რომელთაც მარჯვენა მხარეს ფორტეპიანოს ტიპის კლავიატურა ჰქონდა. აკორდეონზე მარჯვენა ხელის კლავიატურის დიაპაზონის სხვადასხვა ზომის მიხედვით - სამი ოქტავა ან მეტია. მარცხენა კლავიატურა ღილაკებიანია (24-დან 140-მდე), რომელიც სხვადასხვა ტონალობაში იძლევა მზა აკორდს. აკორდეონს აქვს „ენების“ კომპლექტი, 2-5 მარჯვენა კლავიატურისათვის და 4-5 მარცხენისათვის. ეს იძლევა ტემბრის გამრავალფეროვნების საშუალებას და ოქტავით ან უნისონურად ბგერების გაორმაგების გზით ჟღერადობის ძალა და ტემბრის შეფერილობა იცვლება.
აკორდეონმა ფართო გავრცელება ჰპოვა არა მარტო თვითმოქმედ კოლექტივებში, არამედ პროფესიულ შემოქმედებაშიც.
საქართველოში აკორდეონი გავრცელდა გარმონიკის შემდეგ, XX ს-დან. გამოიყენებოდა ლხინში დოლთან ერთად. იგი ფართოდ გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოში.
ლიტ.: К. Вертков, Г. Благодатов, Э. Язовицкая, Атлас музыкальных инструментов народов СССР, М., 1963.
მ. შ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9