მოკლე ახალუხი, მამაკაცის სამოსელის კომპლექტის („ჩაქურა“) ერთ-ერთი ელემენტი. კერავდნენ აბრეშუმის, ჩითის, ბამბის და მაუდის ქსოვილებისაგან. ზოგჯერ გულისპირი და ზურგი განსხვავებული ქსოვილისა იყო. ასარჩულებდნენ ნარმით.
ზუპუნა ტანზე მჭიდროდ იყო მორგებული. გულისპირზე ეკერა ორი ზედნადები პატარა ჯიბე. ჰქონდა მაღალი, დამდგარი საყელო და ვიწრო და სწორად მიკერებული სახელოები. წინ მთლიანად ჩახსნილი ღილკილოებით ან დუგმებით იკვრებოდა. კალთა-სახელოთა და საყელოს ნაპირები ყაითანშემოვლებული და ზოგჯერ სირმითაც გალამაზებული. სიცივეში დაბამბულ-დალიანდაგებული ზუპუნებიც სცმიათ.
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, ქართლელი გლეხის კოსტიუმი XIX საუკუნისა სსმმ, ტ.XIXA 1957; ლ. ბარათაშვილი, მასალები XIX ს. ქართული ხალხური ტანსაცმლის ისტორიისათვის, ტI. 1966
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,