თა თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თხ
თაბ თაგ თავ თაზ თათ თალ თამ თან თარ თას თაფ თაღ თახ

თათი ამოკერებულ-გამოკერებული

ხევსური კაცისა და ქალის ნაქსოვი ფეხსამოსი. მასალად გამოიყენებდნენ შალის ძაფს. თათების ძირითადი ნაწილის მოსაქსოვად იყენებდნენ სისვისა და კრაველის ძაფს, მატყლის სიმცირის დროს კვირტსაც (იხ.) დასველებულ თათს კალაპოტზე გადაჭიმავდნენ და ძირად ტყავს გამოაკერებდნენ. ნაზი ნაქარგობით, ლამაზი ორნამენტაციითა და გამძლეობითაც გამორჩეული თუშური ჩითებისაგან განსხვავებით, ხევსურული თათები ორგვარი ფორმისა ყოფილა - მაღალი და დაბალყელიანი. ქსოვას იწყებდნენ წვერიდან, უმეტესად ხვეული ქსოვით („დაშატვა“), რომლითაც გამოჰყავდათ სხვადასხვა სახე. ორმაგი ნაქსოვი ორნამენტის გამოყვანის საშუალებაც იყო და სითბოს კარგად დამჭერიც. ამგვარი წესით იქსოვებოდა თათების გამოსაჩენი ადგილები: ზურგი და ყელი. თათების დანარჩენი ნაწილები ძირი და კოჭი (ქუსლი) ცალპირი ქსოვით სრულდებოდა. წვერი და ქუსლი, შიბის დაკერვის წესით, აბრეშუმის ფერადი ძაფით დაიქარგებოდა. ნაქარგს მძივ-ღილებითაც დაამშვენებდნენ, სირმასაც იხმარდნენ. საკაცო თათები უფრო შიბიანია, საქალო კი ნაცვალ-ნაშატებიანი. კვირტისგან მოქსოვილ ჭრელ თათებს ქალამანში იცვამენ. თათების ყელზე ჭრელი ზონარი - „შილიფანია“ შემოკერებული და ხშირად გრეხილი ბაწარიცაა გამობმული შესაკვრელად.
ლიტ.: გ. ბოჭორიძე, თუშეთი,1993.
ც. ბ
.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9