აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აჭ ახ აჯ
ალა ალე ალვ ალთ ალი ალმ ალუ

ალაყაფი

ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, ალაყაფი უნდა წარმოადგენდეს დიდ ჩარდახს, რომელშიც დგომა შეიძლება. ძველებური ალაყაფი ნიშნავს კომპლექსურ ნაგებობას, რომელსაც გააჩნია დარბაზი, კარები და აივანი. გვიან შუა საუკუნეებში ალაყაფი დიდი ჭიშკარია, რომელსაც აქვს სადგომიცა და აივანიც. სხვანაირად მას საპატიო შესავალი კარის მნიშვნელობაც ჰქონდა. ალაყაფის კარის ქართული შესატყვისი უნდა იყოს „ბჭის კარი“, საიდანაც უნდა მოდიოდეს ჩვენებური „ჭიშკარი“.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში, 1946.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9