ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოყ ოჩ ოწ ოჭ ოხ
ოგა

ოგაფა

(მეგრ.) - მარტივი სახვნელი იარაღი. შედგებოდა: მხრის (აგაფა, დედო), ქუსლის („ჩაფლა“), ერქვანისა და სახნისისაგან („კინა“). ასეთი სახვნელები გავრცელებული იყო თითქმის მთელ საქართველოში (გურია, იმერეთი, ლეჩხუმი, სვანეთი, ხევსურეთი, თუშეთი). ყველა ეს სახვნელი ერთიანდება კოლხური ტიპის სახვნელებში. მათთვის დამახასიათებელია 900-ით მოხრილი მხარი და ხშირ შემთხვევაში უსაკვეთლობა. კოლხური სახვნელი მიჩნეულია ეტრუსკული სახვნელის ანალოგიურად. ოგაფა მარტივი სახვნელი იყო, რომელსაც უმთავრესად გლეხი თვითონ აკეთებდა, სახნისს კი მჭედელი ჭედდა. ოგაფაში გამწევ ძალას წარმოადგენდა ერთი უღელი მუშა საქონელი, უმთავრესად ხარი, იშვიათად კამეჩი; მუშახელს - ერთი ან ორი კაცი - „მახონალი“, რომელსაც კავი ეჭირა, და „მანჯღვერი.“ ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაში იყო საჭირო, თუ ხარი კარგად არ იყო გახედნილი.
ოჯახს, რომელსაც ჰქონდა ოგაფა და უღელი გამწევი ძალა, დამოუკიდებლად შეეძლო ხვნა. იმ შემთხვევაში, როდესაც მუშა საქონელი საერთოდ არ ჰყავდათ, ან ცალი ხარი ჰყავდათ, მიმართავდნენ შრომის ორგანიზაციის ფორმას „დოცალუას“, რომელიც ანალოგიურია სვანეთში გავრცელებული შრომის ორგანიზაციისა (იხ. ღანწუიში).
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, მიწათმოქმედება სამეგრელოში, მასალები სამეგრელოს ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1979.
თ. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9