ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოყ ოჩ ოწ ოჭ ოხ
ოდი

ოდიკი

ნაკურთხი არდაგი, ძღვენის დასაგებელი ტრაპეზზე, წმიდა ძღვენის ქვეშ, ოთხკუთხა ფორმის სელის ან აბრეშუმის ნაჭერი, რომელზეც უფალ იესო ქრისტეს საფლავად დადებაა გამოსახული. ოთხივე კუთხეში მახარებელთა სიმბოლური გამოსახულებით: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე; ნიშნად იმისა, რაც ნათქვამია მახარებლებზე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. ოდიკს ქვედა მხრიდან აუცილებლად ჩასვენებული აქვს რომელიმე წმიდანის ნაწილი, ნიშნად იმისა, რომ I საუკუნეში მორწმუნენი საღმრთო ლიტურგიას, დევნის გამო, საფლავებზე ღამით ატარებდნენ. როცა მღვდელს ჰქონდა ოდიკი, ტრაპეზზე ლიტურგიის ჩატარებაც კი აუცილებლობას არ წარმოადგენდა, ოდიკს ნებისმიერ ადგილას დააბრძანებდნენ და ჩაატარებდნენ წირვა-ლოცვას. ოდიკს აქვს წარწერა, თუ რომელმა მღვდელმთავარმა რომელი ეკლესიისთვის აკურთხა ის და რომელ მღვდელს გადასცა. ამით მღვდელმთავარი გადასცემს თავის ძალასა და კურთხევას თითოეულ ტაძარს.
თანამედროვე ეკლესიაში ოდიკი ტრაპეზის საკუთრებას წარმოადგენს და ორივე მღვდელმთავრის მიერ იკურთხება.
ოდიკი სიმბოლურად მაცხოვრის კუბოსა და წამებულთა სამარხებს გამოხატავს, რომლებზეც აღესრულებოდა ლიტურგია I საუკუნეში.
ლიტ.: მოკლე განმარტება ლიტურღიისა შეკრებილი დეკანოზ გრიგოლ მანსვეტოვის მიერ. ჩყნბ. წელსა ქ. ტფილისს. Г. И. Скляревская, Словарь православной церковной културы. С. Пв.2000.
ხ. ც.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9