აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აჭ ახ აჯ
ალა ალე ალვ ალთ ალი ალმ ალუ

ალებასტრი

რბილი, დეკორატიული სანახელაო ქვა, იგივე თაბაშირი. ტერმინი „ალაბასტრი“გვხვდება X ს. მწერლის ბასილი ზარზმელის თხზულებაში. ფართოდ იყო გავრცელებული ალებასტრისაგან ჭურჭლების გამოთლა, ალებასტრისგანვე თლიდნენ ლარნაკებს (იხ.), რომლებიც განკუთვნილი იყო წმინდათა ნაწილების დასაცავად და სანელსაცხებლედ. ხალხური სიტყვიერება ალებასტრს უწოდებს „თაგვმარილას“. ალებასტრით არის გამოყვანილი საქართველოს სხვადასხვა ეკლესიათა კანკელები, კარნიზები, სხვა დასხვა სამშვენისი. საქართველოში არსებობდა ალებასტრის ძველი საბადოები, რაც მისი გამოყენების სიძველეზე მიანიშნებს.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9