ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოყ ოჩ ოწ ოჭ ოხ
ოლა ოლე

ოლარი

სამღვდელო შესამოსელის ნაწილი, სხვა შესამოსელზე აღმატებული. წარმოადგენს ორნაწილიან ფართო ლენტს, რომელიც ქედზე ჩამოიცმება და მკერდზე თავისუფლადაა დაშვებული. იგივეა, რაც დიაკვნის ორარი, ანუ გინგილა. ოლარი მღვდლის საბუხარებთან, ანუ სამაჯეებთან ერთად ერთნაირი ქსოვილისგან იკერება. ამკობენ ნაქარგი ჯვრებით და ვაზის, თევზის ან სხვა მსგავსი სიმბოლური გამოსახულებებით. ქსოვილი ხშირად ღვინისფერი ან წითელი ფერისაა, ოქროს ან ვერცხლის ძაფებით იქარგება. ბოლოვდება ფოჩებით და შუაში ლამაზი ღილებითაა შეკრული.
ოლარი რომ მღვდლის სამოსს თავიდან ბოლომდე ჩამოუყვება, სიმბოლური ნიშანია იმის, რომ მღვდლობა თავისი ღვაწლით მსახურებაში წარმოადგენს უმაღლეს თანამდებობრივ საფეხურს და აღმატებულია დიაკვანზე და რომ მღვდლობამდე იგი დიაკვანი იყო და დიაკვნის გარეშეც შეუძლია ღმრთისმსახურების აღსრულება. ოლარი ნიშნავს ასევე მღვდელზე გადმოსულ სულიწმიდის მადლს. ოლარის გარეშე მღვდელი, ისევე როგორც გინგილის გარეშე დიაკვანი ვერანაირ ეკლესიურ მსახურებას ვერ აღასრულებს.
ეპიტრაქელიონი (იგივე ილარი) არის სახე ფაკელისა, რომელიც კისერზე შემოახვიეს ქრისტეს და რომლითაც საწამებლად მიმავალ უფალს წინ ეწეოდა მღვდელმთავარი. ეპიტრაქელიონის მარჯვენა მხარე ის ლერწამია, რომელიც მოკიცხარებმა მარჯვენა ხელში ჩაუდეს ქრისტეს. მარცხენა მხარე კი გულისხმობს ბეჭებით ჯვრის ტვირთვას (წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელი).
ლიტ.: Бениамин, Архиепископ Нижегородской и Арзамаский. Новая скрижаль.1992; წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელი - საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა. გაზ. „საეკლესიო სიწმინდენი“, № 1, მაისი, 2000.
ხ. ც.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9